
უეს ანდერსონის ფილმის სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“, „ლეგოს“ დეტალებისაგან ააწყვეს. ჯგუფი, რომელსაც რაიან ზიგელბაიერი ხელმძღვანელობდა, 10 კაცისაგან შედგებოდა.
სასტუმროს ასაწყობად მათ 575 საათი და „ლეგოს“ 50 ათასი კუბიკი დაჭირდათ - იუწყება The Guardian. საბოლოო ჯამში გამოვიდა 2 მეტრი სიმაღლისა და 68 კგ წონის შენობა. დეტალები პროექტისთვის მთელი მსოფლიოს მაშტაბით შეგროვდა.
„ლეგოს“ სასტუმროს, ლოს-ანჟელესში, A+D არქიტექტორისა და დიზაინის მუზეუმში გადაიტანენ. შეგახსენებთ, ფილმ „გრანდ ბუდაპეშტის“ პრემიერა, 2014 წელს, 6 თებერვალს, ბერლინის კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ შედგა.
ფილმმა გრან-პრი მოიპოვა, მსოფლიო კინოგაქირავებიდან შემოსულმა თანხამ კი 160 მილიონი დოლარი შეადგინა.