-
2014-06-18 23:07
"ტელევიზიის წინ დაიფიცე შვილი და თქვი, მე შენ გცემე? გაგარტყი ან ხელი, ან ფეხი? რამე მძიმე ჩაგარტყი?", - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილ მეუღლეს "ნანუკას შოუს" სტუდიაში ბესიკ კალანდაძემ და განაცხადა, რომ ყოფილმა მეუღლემ მას უჩივლა და შეთითხნილი ბრალდებით ერთ წელზე მეტი გაატარებინა ციხეში.
ციცინო შურღაიამ ამ შეკითხვის პასუხად განაცხადა: "ყელის გადაგრეხვა ცემა არ არის?" - რაზეც ბესიკ კალანდაძემ თქვა, რომ ის წონასწორობიდან იყო გამოსული, მაგრამ ყოფილი მეუღლე არ უცემია:
"ჩემთვის ქალის ცემა მიუღებელია და ვინც ქალს ცემს, არაკაცია. მე ის არ მიცემია. ცემა რომ მდომოდა, ისე კარგად ვცემდი... ძვლებშიც დავამტვრევდი, მაგრამ არ მიცემია, მან კი მე ციხეში გამიშვა, აბსოლუტურად არასწორი, შეთითხნილი ბრალდებით.
აი, თქვენ მეკითხებით, მართლა გავქურდე თუ არა და ეს ქალბატონი მე ქურდობაში კი არ მადანაშაულებდა, არამედ ჩემს ბრალდებაში წერია, რომ მას მივაყენე სხეულის დაზიანება...", - განაცხადა ბესიკ კალანდაძემ