
მედიკოსებმა მომღერალ ეთერ კაკულიას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იგი ისრაელში აპირებს სამკურნალოდ წასვლას, სადაც ქიმიოთერაპიის კურსს გაივლის.
„ამ დიაგნოზის მოსმენა ჩემთვის ძალიან რთული იყო... თუმცა გამოსავალი არსებობს და ასე მგონია, როგორც ჩაფიქრებული მაქვს, 102 წელი ვიცოცხლებ.
102 წლის ასაკში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. მაინც იმედით ვარ, სხვანაირად არ შეიძლება, არა?.. მეტირება.
ახალი სიმღერების ჩაწერა მინდა. უამრავი გეგმა მაქვს, ამიტომ ჩემი ავადმყოფობა სამშობლოს ღალატის ტოლფასია“, - აცხადებს მომღერალი.
„სარკე“