
მოარულმა ხმებმა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წინა სეზონის მონაწილეების, გიორგი ყიფშიძისა და ჯულიანა ბარ-გნარის სასიყვარულო ურთიერთობების თაობაზე ადრესატებამდეც მიაღწია, თუმცა ისინი ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ.
წყვილის თბილ ურთიერთობებზე პროექტის წინა სეზონზეც ლაპარაკობდნენ, თუმცა მაშინ ჯულიანა ამბობდა, რომ მათი „ალიანსი“ მეგობრობის ფარგლებს არ გასცდენია.
გიორგი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფართიზე გავიცანი, პროექტის დაწყებამდე, ბათუმში. როგორც ამბობს, თავიდანვე სურდა, რომ მე მასთან წყვილში მეცეკვა. სხვასთან აწყვილებდნენ და უარი უთქვამს...
გიორგისგან ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობ. მის გვერდით თითქოს ყოველთვის დაცული ვარ. როდესაც ხედავდა, რომ რაღაც მაღელვებდა, ასწორებდა სიტუაციას...
მე და გიორგი ყოველთვის ერთად ვიყავით, დასვენების დღესაც - პარასკეობითაც. ვთქვათ, გიორგი სადღაც კლუბში უსმენდა ცოცხალ მუსიკას, დამირეკავდა - მოდიო და რეპეტიციიდან მივდიოდი. ნებისმიერს შეეძლო დავენახეთ და ეთქვათ, ესენი თავისუფალ დროსაც ერთად ატარებენო.
ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაკავშირებდა და ახლაც გვაკავშირებს. გიორგის ცოლი ჰყავს.. მე ყოველთვის თავს ქალის ადგილას ვაყენებ, იმიტომ, რომ არ მსურს, რომ მე ასე მომექცნენ.
გიორგის მეუღლე ძალიან კარგი გოგოა. შოუში გვეხმარებოდა, გიორგის გვერდში ედგა. გიორგის ქალიშვილიც და კრისტიც მოდიოდნენ... ჰარემი J)) ეს საჩემო არ არის. მე ერთადერთი უნდა ვიყო...,“ - აცხადებს ჯულიანა ბარ-გნარი.
http://primetimenews.ge/?page=22&news_id=30530&c=2