-
2014-06-17 22:08
პროექტის „X ფაქტორი“ მონაწილე სოფო სააკაშვილი საოცარი ვოკალური მონაცემებითა და სასიამოვნო გარეგნობით მალე გახდა პოპულარული. როგორც ირკვევა, მომღერალ, მაია ყარყარაშვილის ქალიშვილი პროექტში მისვლამდე ერთი წლის განმავლობაში ბერას მუსიკალურ სტუდიაში ემზადებოდა.
„ჩემთან ერთად სწავლობდა ნინა სუბლატიც. ბერას სტუდია, „ლეიბლი“ არის სასწავლო ცენტრი და არა დიდი სცენა. არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. ამერიკელი პედაგოგები მყავდა, ქორეოგრაფი, ვოკალის პედაგოგი. ბევრი რამ ვისწავლე ამ ცენტრში.
ბერას პირადად ვიცნობ. მაშინ, ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. რაც სწავლა დავამთავრე, მას მერე კონტაქტი აღარ გვაქვს. იმედია მგულშემატკივრობს,“ - აღნიშნა სოფი სააკაშვილმა.
http://ocneba.com/story/10878-ra-akavshirebs-sofo-saakashvils-bera-ivanishviltan