
მომღერალი რატი დურგლიშვილი აცხადებს, რომ ცხვირაბზუებულს არასოდეს უვლია და არც თვითტკბობაში ჩავარდნილა ოდესმე.
„არასოდეს!... როცა მეუბნებოდნენ ხოლმე, თავში არ აგივარდესო, ვერ ვხვდებოდი, ეს რა იყო. შემხვედრია ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც სცენაზე ორჯერ გამოჩენილან და ამის შემდეგ გაამაყებულან. მგონია, რომ ასეთი რამ ძირითადად მათ ემართებათ, ვისაც ნიჭის ნაკლებობა აქვს.
როცა სხვა გლობალური საკითხები გაღელვებს, თავში ავარდნისთვის ვეღარ მოიცლი. ცხვირაბზუებულ სიარულსა და დაბალი ღობის ძიებაში კარგი არაფერია. ღმერთის წინაშე გეფიცები, რომ თვითტკბობაში არასდროს ჩავვარდნილვარ. „ახალი ტალღა“ რომ მოვიგეთ, მე და მაკა ერთმანეთს ვეკითხებოდით, რა მოხდაო.
ის შეიცვალა, რომ ენერგიისგან დავიცალე, იმდენ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა და მათ კომპლიმენტებზე პასუხი. ერთადერთი რამ, რაც მაწუხებს, ეს არის ჩემი გლობალური კონტროლი. ჩემ გარშემო არის ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც არ მანახვებს რომ ვაინტერესებ და სინამდვილეში ჩუმად არკვევს რაღაცეებს.
ეს კატასტროფაა. ასეთი ადამიანები ამაყად მისხედან წინ და ვიცნობ მათ. არ ვიცი, რატომ აინტერესებთ, სად და ვისთან ერთად დავდივარ. სადმე თუ ვიყავი, დედაჩემს ურეკავენ და აწვდიან ინფორმაციას. ყველაზე მთავარი დედის აზრია. რამდენჯერმე იყო ასეთი ფაქტი, არ ვიცი, კარგი უნდათ ჩემთვის? ამას წინათ კაზინოში ვიყავი და დედაჩემს დაურეკეს“, - განაცხადა რატი დურგლიშვილმა.
„რეიტინგი“