
ამ დრომდე პოპულარულია ვიდეომასალის ფრაგმენტი, სადაც ასახულია მოედანზე გასვლის წინ არგენტინის ნაკრების გამოსვლა გასახდელიდან და თანაგუნდელების სათავეში ჩამდგარი ლეონელ მესი.
ვიდეოზე ჩანს, რომ მესიმ გვერდი აუარა პატარა ბიჭს, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელისთვის ხელის ჩამორთმევას ცდილობდა. განხილვის საგნად იქცა თემა - შეამჩნია თუ არა მესიმ პატარა ბიჭი?