
მარნეულში, ერთერთ საარჩევნო უბანზე ხმების გაყალბების ამსახველ ვიდეომასალაზე გამოსახული პირი, რომელიც „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნათესავად გამოაცხადა, სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ წევრია.
„ფრონტნიუსი“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის სქრინს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წლის დეკემბრიდან იუსუპოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრია.