
სალომე და გიორგი კარგა ხანია ერთად ცხოვრობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ. ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას მოცეკვავემ გაიხსენა, როგორ მოუწყო გიორგის სიურპრიზი ერთ-ერთ ტელეშოუში და „ჰასკის“ ლეკვი როგორ აჩუქა.
„ლეკვი უკვე 6 თვისაა და შვილივით ვუვლით. თავიდან სულ მე მეტმასნებოდა და ამას უღრენდა. ამაზე გიორგიმ მაგრად გაჭედა, იეჭვიანა, გავაგდებ სახლიდანო”, - განაცხადა სალომე ჭაჭუამ.
მსახიობმა მეუღლეს ნათქვამი დაუდასტურა.
„სალომესკენ იწევდა, მე რომ ვეფერებოდი, ბო ცუდად იკბინებოდა. ერთი-ორჯერ გამოიწია კიდეც. დრო რომ გავიდა, ნელნელა შემეჩვია, ძალიან შეიცვალა და ახლა ისეთი თბილია, გვერდიდან არ მშორდება, ჩემზე ისე გიჟდება“, - აღნიშნა გიორგი ვარდოსანიძემ.
„თბილისელები“