
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, დუშეთში, გიორგი მარგველაშვილის სახლში აბაშიძესა და მაჭავარიანს შორის ურთიერთობა იმ დონემდე დაძაბულა, რომ შედეგად პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე თანამშრომელმა ერთ დღეს, ერთმანეთის მიყოლებით დატოვა.
„ამბობენ, რომ ლაშა აბაშიძე მარგველაშვილს ვანო მაჭავარიანის გადაყენებას ურჩევდა, პრეზიდენტისგან კი ამაზე უარი მიიღო. ადმინისტრაციის უფროსი თითქოს არ იზიარებდა მაჭავარიანის პოლიტიკას და მარგველაშვილისადმი გახშირებულ კრიტიკასაც მას აბრალებდა“, - წერს გაზეთი.
„პრაიმტაიმი“.