
პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია ქართველ ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნებას არ ურჩევს და თავადაც ნანობს, რომ წლების წინ სამშობლოში დაბრუნდა.
„მაშ, მაშ, თქვენო უწმინდესობავ, ადვილია ფუფუნებაში საკუთარ „ფესვებთან“ ახლოს ყოფნა... აბა, უსახლკარო, უფულო, მშიერ ადამიანებსა ჰკითხე!
ჩემი აზრით, ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აქ კარგა ხანს არაფერი გვეშველება, დაანებონ თავი ორი კურდღლის დევნას და არ დაკარგონ ისიც, რასაც მიაღწიეს, ფიზიკური თუ გონებრივი შრომითა და წვალებით!
პირადად მეც ასე დამემართა წლების წინ, მოვიხედე და გავიდა ახლაგაზრდობა... თუ დაბრუნდებით და მიღწეულსაც მიატოვებთ, აქაც არაფერი დაგხვდებათ და ჩათვალეთ, რომ ქარმა წაიღო თქვენი წლები. უნდა მოძლიერდეთ, შეიძინოთ კონტაქტები, უნარ-ჩვევები, გამოცდილება, ცოდნა და არ დაივიწყოთ ქართული ენა და კულტურა. ებრაელები, სომხები - ამ სტრატეგიის საუკეთესო მაგალითია...
დაანებეთ, ნუ აქცევთ ყურადღებას ვიღაცეების ბოდიალს, სხვა სხვის ომში ბრძენიაო! ვნახავდი ამ სასულიერო და საერო ჭკუის დამრიგებლებს თქვენს ტყავში, რას იზამდნენ...”, - წერს გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოველში აღვლენილი საკვირაო ლიტურგიის შემდეგ განაცხადა: „ქართველი ხალხი უნდა დაბრუნდეს თავის მიწა-წყალზე, იმიტომ, რომ ქართველი უცხოეთში ვერ ხარობს. ქართველი ხალხი უნდა იყოს ახლოს თავის ფესვებთან, მამაპაპათა სამყოფელთან“.
https://www.facebook.com/tsotne.gamsakhurdia?fref=nf