
უფლებამოსილება შეჩერებული მერი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მოკლე ფრაზით გამოეხმაურა: „რა უნდა ამ კაცს? თავის ზოოპარკში მექაჩება ეტყობა“, - წერს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით არასამთავრობოებისა და ოპოზიციის განცხადებებს არ დაეთანხმა.
„ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 80-მა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ზეწოლის შედეგად მოხსნა... და ვნახეთ, როგორ ფაფარაშლილი ლომივით იდგა უგულავა, ხომ ნახეთ რას შვებოდნენ „ნაციონალები“? როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ, 75-მა „ნაციონალმა“ მოხსნა კანდიდატურა და ლომივით უგულავამ ვერაფერი მოახერხა?“ - აღნიშნა ექს-პრემიერმა.
http://www.ambebi.ge/faceambebi/104381-qra-unda-am-kacs-thavis-zooparkshi-meqacheba-etyobaq-ugulava-ivanishvilze.html