
ვაზისუბანში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სოფო მჭედლიძის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს“, - ამის შესახებ „აქცენტი“ იუწყება. შემთხვევა პარტიის ვაზისუბნის შტაბში მოხდა.
"აივანზე ვიდექი, უცებ გავიგე ხმა და გვერდზე რომ გავიხედე შუშას ნატყვიარი ჰქონდა. პატრული უკვე გამოვიძახეთ და მოდის. რაც შეეხება საეჭვო პირს, შეინიშნებოდა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ დეტალებს ვადგენთ", - განუცხადა "აქცენტს" მჭედლიძემ.