
სააგენტო "პრაიმერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებას საკადრო ცვლილებები მოჰყვა ტელეკომპანია "იმედში" - თანამდებობიდან გათავისუფლდნენ დირექტორი გიორგი ბახტაძე, დირექტორის მოადგილე რევაზ საყევარიშვილი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა.
"პრაიმერისთვის” ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე წუთის წინ, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ტელეკომპანია „იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ბახტაძე, დირექტორის მოადგილე რევაზ საყევარიშვილი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა.
კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, მათი განთავისუფლება არჩევნების დღეს და ეგზიტპოლების გამოქვეყნებას უკავშირდება.