
ბრაზილიელი მეძავები საკუთარი ხელისუფლებისგან მათი დისკრიმინაციის შეწყვეტას და ამ უძველესი პროფესიის ადამიანების მიმართ ისეთივე დამოკიდებულებას მოითხოვენ, როგორიც სხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ.
იმის ხაზგასასმელად, რომ ისინიც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან, ბრაზილიელმა მეძავებმა ევანგელისტური-ქრისტიანული საზოგადოების წევრებთან ერთად საფეხბურთო გუნდი ჩამოაყალიბეს და ერთ-ერთი ქალაქის უნივერსიტეტის გუნდთან მატჩი ცენტრალურ ქუჩაზე გამართეს.
მართალია მეძავებმა გუნდს „შიშვლები“ დაარქვეს, მაგრამ მათი ფორმაც ბრაზილიის ეროვნული გუნდის მსგავსად – მწვანე-ყვითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი.
„ყველას ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ სექსმუშაკები ვართ, არაფრით განვსხვავდებით სხვებისგან”,- განაცხადა ერთ-ერთმა მეძავმა პატრისია ბონგესმა.
http://kvira.ge/?p=53400