
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლების საბოლოო, 20:00 საათის დროინდელი მონაცემების მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას მაჩვენებელი პროცენტულად გაუარესდა.
ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, ნარმანიამ ამომრჩეველთა ხმების 45,9% მიიღო, ნიკა მელიამ 27,6%, დიმიტრი ლორთქიფანიძემ 10, 1%, ირმა ინაშვილმა 6,3%, ხოლო კახა კუკავამ 2,2%.
შეგახსენებთ, ამავე ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, რომელიც 18:00 საათზე შეჯამდა, ნარმანიას 46,3%, ხოლო ნიკა მელიას 27,2% ჰქონდა.