
"მე მინდა წარმოგიდგინოთ ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, ყველა დიდ თვითმმართველ ქალაქში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მხარდამჭერებს დავით ნარმანიამაც მიმართა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.