
"აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს ფოტო, რომელზეც, ერთი შეხედვით, ბავშვის უწყინარი გართობაა აღბეჭდილი: ცნობილი ფაქტია, რომ ჰაერში შეთამაშება ყველა პატარას სიამოვნებს...
თუმცა, რამდენად შეიძლება ვუწოდოთ გართობა ამ სახის მოპყრობას ბავშვის მიმართ, ეს თავად მნახველმა განსაჯოს. "აფხაზეთის ხმა", აქვეყნებს რა ფოტოს, ამავდროულად იყენებს სახის დაბურვის მეთოდს, რათა ფოტოზე გამოსახული პირების იდენტიფიცირება არ დაუშვას. ფოტოს აღწერის მიხედვით, ის საქართველოშია გადაღებული.