
შემთხვევა ხარკოვში, ორი წლის წინ მოხდა: მოხუცმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფსიქიკურად ავადმყოფი იყო, მაღალსართულიანი კორპუსის სახურავიდან ქუჩაში, ავტოსადგომის მიმართულებით ცეცხლი გახსნა და ასაფეთქებელი მოწყობილობებიც გადმოყარა.
მას სახურავზე ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა ატანილი, საიდანაც დამიზნებით, რამდენჯერმე გაისროლა, ბოლოს კი თავი მოიკლა და სახურავიდან გადმოვარდა. მთელი ეს პროცესი მოპირდაპირე სახურავის ფანჯრიდან მოქალაქემ ვიდეოზე გადაიღო. ინციდენტის შედეგად თვითმკვლელი მოხუცის გარდა, არავინ დაზარალებულა.