-
2014-06-09 19:23
"ახლა ვფიქრობ, ხომ არ დავჯდე "აეროფლოტზე" და ოდესიდან მოსკოვის რეისით, ჩემი ფეხით ხომ არ ჩავიდე ურდოში, ხომ არ დავენახო", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ს ოდესის აეროპორტში განუცხადა.
"რუსეთი მთელი ეს პერიოდი ელოდებოდა, შეთანხმებისამებრ, როგორც ჩანს, რომ საქართველოს ახლანდელ მთავრობას აღეძრა მის წინააღმდეგ საქმე.
მაგრამ, მას შემდეგ, რაც მკაცრად გააფრთხილა ევროკავშირმა, პრინციპში იმდენი ქექეს და მიანც ვერაფერი იპოვეს, რუსებმა მოიხსნეს ხელთათმანები, თვითონ აღძრეს საქმე და თვითონ აპირებენ ჩემს წინააღმდეგ ძებნის გამოცხადებას", -განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს დიდი იმპერიის სისუსტის ნიშანია და ეს სისუსტე სულ უფრო გაძლიერდება მათში.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, მოსკოვი ასევე არ გამორიცხავს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ე.წ.სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე.