
სოციალურ ქსელებში ისევ აქტუალურად განიხილება გერმანიაში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერმინისტრის ჟესტი, როცა მან კონცერტმეისტერ დათო ალადაშვილს, განხილვის მიხედვით - უკვე დაკრული, გადმოგდებული ნოტების ფურცელი მიაწოდა.
"ცნობილია, რომ დათო ალადაშვილი ასე უკრავს - თან შოუს დგამს. ანუ, უკვე დაკრულ ნოტების ფურცელს ის ძირს გადმოაგდებს ხოლმე. კადრებში კარგად ჩანს, რომ ის ფურცლის "მიწოდებიდან" ცოტა ხანში ზურგსუკან კიდევ ერთ ფურცელს ისვრის. ეს კაცი პირველ რიგში არ დასვათ, ვაითუ, სხვა დროს დირიჟორს მივარდეს - ხელებს რატომ იქნევ, რამე ხომ არ გიჭირსო", წერს ერთერთი ინტერნეტმომხმარებელი.
ვიდეო: ფრაგმენტი "პოსტსკრიპტუმიდან" ("რუსთავი-2")