-
2014-06-04 21:06
იაპონიაში დღესდღეობით უამრავი ადამიანი იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას თვალის ჭრილზე, რათა ისინი ევროპელებს დაემსაგავსონ. მაგრამ მაქსს ბრაზილიიდან საკმაოდ უცნაური ახირება ჰქონდა, რომელიც ათი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ აისრულა.
მაქსმა გადაწყვიტა, არც მეტი, არც ნაკლები, კორეელი გამხდარიყო და ამისთვის ათი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, არც ისე ძვირად - სულ რაღაც სამი ათასი დოლარი დაუჯდა. მშობლები მაქსის ახირებას საკმაოპდ მტრულად სეხვდნენ - დედა მას დღემდე არ ელაპარაკება.
როგორც თავად ამბობს, მხოლოდ იმის ეშინოდა, რომ თვალზე შრამი დარჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა: "მშვენივრად გამოვიყურები", - ამბობს ის. მაქსმა სახელიც შეიცვალა და ამჟამად სამხრეთ კორეის ქალაქ პასუნში ცხოვრობს. მან ქსიანი დაირქვა და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, როგორც ბრაზილიაში, ასევე სამხრეთ კორეაში.




