
როგორც თავად სიხარულიძე აცხადებს, მისი ახლადგამომცხვარი ვაჟი შორეულ წარსულში მისი კუბაში ვიზიტის შედეგია. მართალია, მისი არსებობის შესახებ მან მხოლოდ ახლა შეიტყო, მაგრამ აღნაგობით ძალიან გავს და ამიტომ მამობაში ეჭვი არ ეპარება.
„1961 წელს კუბაზე ვიყავი და დედამისი გავიცანი. ამ ბიჭს ბებია რომ გარდაეცვალა, სიკვდილის წინ უთხრა, რომ ქართველი მამა ჰყავდა - გივი სიხარულიძე და მან მომძებნა. ორი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში. ორი დღეა, რაც ვიცი მისი არსებობის შესახებ. ნამდვილად ჩემი შვილია. ტანი და აღნაგობა ჩემი აქვს. არანაირ ანალიზს არ მოვითხოვთ.
ძალიან გამიხარდა. ორ დღეში მიწა უნდა გადავუფორმო. მცხეთის რაიონში ძალიან კარგი მიწა მქონდა და გადავუფორმებ. ყველაფერს გავუკეთებ, რომ კუბაზე კარგად იყოს“, - ამბობს სიხარულიძე.
http://www.reitingi.ge/top-news/2239-givi-sikharulidzes-kubeli-shvili-gamouchnda-sikvdilis-tsin-uthkhra-rom-qarthveli-mama-hyavda.html?lang=ka-GE