
რუსეთში ცოლმა, რომელიც სავარაუდოდ, ქმარზე ეჭვიანობდა და მის მანქანას უკან გაჰყვა, რათა დარწმუნებულიყო, მართლაც ღალატობდა თუ არა, მისი ეჭვების გამართლების შემდეგ მეუღლის მანქანაზე პომადით "ჩანაწერები" დატოვა.
სავარაუდოდ, მამაკაცმა მანქანა საყვარლის სახლთან გააჩერა და ავიდა, მისმა ცოლმა კი მანქანის მოხატვა გადაწყვიტა. უამრავ ფრაზათაგან ერთი ასეთია: "შენ კი გცილდები, ვირო! პატივისცემით - ცოლი".