
Ambebi.ge იმ პარლამენტარების და პოლიტიკოსების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც სასურველი სასიძოების ტიტულს ფლობენ. ისინი პოპულარობით სარგებლობენ მანდილოსნებში, მაგრამ როგორც ჩანს, ოჯახის შექმნას არცერთი მათგანი არ ჩქარობს.
პეტრე ცისკარიშვილი
იგი ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში ანა სურმავასთან, რომელთანაც 12 წლის შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. პეტრე გასულ ზაფხულს სკანდალში გაეხვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მარიკა მერაბიშვილმა ქალიშვილი, ალისა გაუჩინა, რისთვისაც პეტრემ მარიკას ავტომობილი აჩუქა. როგორ გაგრძელდა პეტრეს და მარიკას ურთიერთობა, უცნობია, 39 წლის პარლამენტარი დღემდე უცოლოდ რჩება.
ალექსანდრე თამაზაშვილი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სასიძო პარლამენტარი ალექსანდრე თამაზაშვილია. ის პოლიციის გენერლის თამაზ თამაზაშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმაა. 28 წლის ალექსანდრე თამაზაშვილი არასდროს ყოფილა ქორწინებაში და არც ხმაურიანი სასიყვარულო ისტორიებით გამოირჩევა.
ნიკა მელია
თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ოჯახის მთავარი სადარდებელი, მისი დაოჯახებაა, თუმცა ნიკა არ ჩქარობს. ამბობენ, რომ ნიკა შეყვარებულია, მისი რჩეული საზოგადოებისთვის ცნობილი გოგონა გახლავთ, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით ახმაურებს.
გიორგი კანდელაკი
პარლამენტარი გიორგი კანდელაკიც დაუოჯახებელია. ის თბილისში, დიღომში ცხოვრობს დედასთან, მამასათან და დასთან ერთად. დამთავრებული აქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი. მის ბიოგრაფიაში ჟურნალისტური საქმიანობის ეტაპიც იყო, როცა ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთის - "24 საათის" რედაქტორის მოადგილე იყო.
დავით საყვარელიძე
იგი დედისერთაა და აკადემიკოს დავით საყვარელიძის შვილიშვილია. ამბობს, რომ მისთვის მისაბაძი ადამიანი სწორედ ბაბუამისი იყო. თავად მედიცინას არ გაჰყვა და იურიდიულზე ჩააბარა. ერთი წელი ამერიკაში, ნიუ-იორკში სწავლობდა. მერე იაპონიაში მიიღო სამაგისტრო განათლება. ამბობენ, როცა პროკურორი იყო, ტელეწამყვანი ლიკა ლაბაძე მოსწონდა. ლიკა მაშინ ეკრანზე არ ჩანდა, მხოლოდ ბალეტით იყო დაკავებული. ამბობენ, რომ ის რამდენიმე თვის მანძილზე ცდილობდა ლიკა ლაბაძის გულის მოგებას, მაგრამ ახლა უკვე ცნობილმა ტელეწამყვანმა მას სიყვარულზე უარი უთხრა.
Ambebi.ge