
ქართული პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლი დაქალების“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი მკვლელი ქმრების თემას ეხმაურება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიდან გამომდინარე, სცენარისტის დასკვნით, ქმრების ამგვარი ძალადობრივი ქმედება საზოგადოების და დებილი ჟურნალისტების მხარდაჭერითაც არის განპირობებული.
როგორც ირკვევა ქეთი დევდარიანზე ჩცდ-ს კომენტარებმაც ძალიან იმოქმედეს.
ქეთი დევდარიანი: „ საერთოდ არ მიკვირს ქმრები, რომ ცოლებს კლავენ. მკვლელ და მოძალადე კაცებს საზოგადოების, დებილი ჟურნალისტების და რაც მთავარია, სხვა ქალების დიდი მხარდაჭერა აქვთ“.
Tina Burjaliani გუშინ ჩცდ-ს კომენტებს გადავხედე კაცის მიერ ქალის ცემაზე და გული გამისკდა, ღრმა პრობლემა გვაქვს
Kati Devdariani Bozhidarova ხო, მაგ კომენტარებმა დამახალა „კანტროლკა". ერი ავადაა.