
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოს ფრაგმენტი, სადაც აღბეჭდილია საქართველოს პრემიერმინისტრისა და სხვა ოფიციალური პირების ყოფნა ბერლინში, კონცერტზე.
ვიდეოზე ჩანს, რომ საქართველოს პრემიერი, რომელიც პირველ რიგში იჯდა, წამოდგა მას შემდეგ, რაც კონცერტმეისტერს (დათო ალადაშვილი) ნოტების ფურცელი "გადმოუვარდა". ღარიბაშვილი დაიხარა, ფურცელი აიღო და ადგილზე დააბრუნა, რის გამოც კონცერტმეისტერისგან უსიტყვო ღიმილით გამოხატული მადლობა მიიღო. მას მადლობა გადაუხადა სოლისტმა ანიტა რაჭველიშვილმაც, დათო ალადაშვილმა კი მოგვიანებით სხვა ფურცელი გადააგდო.