
6 ივნისიდან "რუსთავი-2"-ზე ახალი ანიმაციური სერიალის დაწყება ანონსდება. სერიალის სახელწოდებაა "ქერის უბანი".
ვიდეოპორტალებსა და სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება სერიალის თრეილერი, საიდანაც ჩანს, რომ ფილმის მოქმედი პერსონაჟები პოლიტიკურად აქტიური პირები და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
"მე მოვიყვანე გიო,
მე მოვიყვანე კახი,
გადმოვიბირე შიხო
და განიცადა კრახი,
მე მოვიყვანე სევდა,
ჩემი მეგობარი სევდა", - მღერის ბიძინა ივანიშვილის პერსონაჟი სერიალის პირველ სერიაში "მგზავრების" ჰიტის მოტივებზე, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის პერსონაჟი ყველას ქერის უბანში ეპატიჟება:
"ნახეთ რა ხდება,
ქერის უბანში..."