
ამის თაობაზე ყოფილმა პარლამენტარმა პეტრე მამრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხაჯინბას პუტინმა სოჭში წინასწარ მიულოცა აფხაზეთის პრეზიდენტობა, რის შედეგაც მთელი აფხაზეთი ფეხზე დადგა და მიუხედავად კრემლის ზეწოლისა, ყველამ ხმა მისცა ბაღაფშს.
„მაშინ გადამწყვეტი იყო ისიც, რომ გალის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ხმა არ მისცა ხაჯიმბას. გახსოვთ ალბათ, კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ტკაჩოვმა საჯაროდ რომ განაცხადა, თუ ხაჯიმბას არ აირჩევდნენ, შეწყვეტდა პენსიების დარიგებას აფხაზეთში და ციტრუსების შეძენას. ფაქტობრივად, ბლოკადას გამოუცხადებდა აფხაზეთს, მაგრამ აფხაზებმა ზეწოლას გაუძლეს და ბაღაფში აირჩიეს. ხაჯიმბამ კი გულში ჩაიდო, რომ პრეზიდენტი ვერ გახდა გალელების და სხვა ეთნიკური ქართველების გამო“, - განაცხადა მამრაძემ.