-
2014-06-03 13:14
როგორც გლდანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი აცხადებს, თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ქანდაკების აღმართვა ჩვენი სჯულის თანახმად მიუღებელია.
„შემაძრწუნებელია, რასაც ვხვდებით თბილისის ქუჩებში. იგონებენ სხვადასხვა სატანურ გამოსახულებებს, მისი შემხედვარე ადამიანი საგონებელში ვარდები, ვერ გაგირკვევია, რა აქვს ჩადებული შემქმნელ ავტორს, თუნდ ის, რაც თავად ნახეთ, წრეში ჩასმული ადამიანი ღამურას ფრთებით, მე ვერ გეტყვით, რომელი ფანტაზიით შექმნა, „ავტორმა“, მაგრამ ფაქტია, რომ ის მკრეხელური და სატანურია.
ყველამ უწყით ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოსასვლელ ხიდთან იყო ზევსის ქანდაკება, საბედნიეროდ აუღიათ. მცხეთის შესასვლელში, არმისული სვეტიცხოველთან ასევე ზევსის ქანდაკება, პარლამენტის შენობის ბარელიეფზე გამოსახული და სხვა მრავალ ადგილში. ყოველივე ეს არამართლმადიდებლური და მიუღებელია. ძველი თაობა არ მივიღებთ მსგავსს, მაგრამ ახალგაზრდობის უმრავლესობა, შეიძლება ცოტა უხეშად გამოვიდეს, უწიგნურია, იქიდან გამომდინარე, რომ 24 საათი კომპიუტერებს მისჩერებიან, სადაც ყოველგვარ უმსგავსობას ხედავენ.
სწორედ ამას წინასწარმეტყველებდნენ წმინდა მამები, ტელევიზორს ეშმაკის ყუთს უწოდებდნენ, ასეთ რაღაცეებს აჩვევენ ახალგაზრდობას ყველანაირ არატრადიციულს, აზომბირებენ მათ გონებას, რათა მათი ყურადღება გადართონ გლობალიზაციისკენ, აქეთ დაგვიწყონ რწმუნება, ის ძველი დრო იყო და ახლა ცივილიზაციაში ვიმყოფებითო. არის მაღაზიები, სხვადასხვა სასადილოები და სავაჭრო ცენტრები, რომელთაც აწერიათ „სამება“, რაც ყოვლად დაუშვებელია.
თავისუფლების მოედანზე აღმართეს უდიდესი მოწამის, წმინდა გიორგის ქანდაკება, რაც, სჯულის კანონის თანახმად, აკრძალულია. ჩვენ გვაქვს წმინდანთა ხატები და მათ უნდა ვცეთ თაყვანი და ვევედროთ“, - განაცხადა მამა ბასილმა.
„ალია“