
გინდათ გაიგოთ, კიდევ უყვარხართ თქვენს მეგობარ მამაკაცს თუ მან უკვე დაკარგა თქვენდამი ინტერესი?
შეიძლება აქამდე არ დაკვირვებიხართ და არ შეგიმჩნევიათ ნიშნები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც უნდა დაასკვნათ, რომ მას აღარ უყვარხართ და თქვენს ურთიერთობას აზრი და მომავალი აღარ აქვს.
აი ისინიც:
1. იგი (მამაკაცი) ხშირად აღარ არის თქვენს გვერდით - მამაკაცი ათასგვარად იქცევა ქალის გვერდით - ეფერება, ეკამათება, აიგნორებს, აწვალებს, აღიზიანებს, მაგრამ მაინც მის სიახლოვეს არის. უამრავ მიზეზს იპოვის, იმისთვის რომ გვერდით ჰყავდეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა უყვარხართ. საწინააღმდეგო შემთხვევაში უნდა მიხვდეთ, რომ მას აღარ აინტერესებთ.
2. დაუფარავად საუბრობს სხვაზე - გულახდილი საუბრების დროს ხშირად შეიძლება ახსენოს კიდეც სხვა ქალი, მაგრამ ამას გაუაზრებლად და უცოდველად აკეთებს. ხოლო თუ დაუფარავად ყვება მის შესახებ, იცის რა და როგორ მოსწონს, ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ აღარ უყვარხართ.
3. აღარ აინტერესებს თქვენთან საუბარი - ნუ დაიბრმავებთ თავს და ნუ მიაწერთ ამ ფაქტს მის დაკავებულ გრაფიკს ან დაღლილობას. შეყვარებულ მამაკაცს თქვენთან საუბრის დრო და სურვილი მუდამ აქვს. ცნობილია, რომ მამაკაცთა უმრავლესობას „ეს-ემ-ეს“-ობანა არ უყვარს, მაგრამ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გარდა უამრავ საშუალებას იპოვის თქვენთან სასაუბროდ.
4. ერიდება თქვენთან თვალებით კონტაქტს / სხეულით შორსაა / სასაუბრო თემა ამოეწურა / ინიციატივებს აღარ იჩენს - თუ ამ ოთხიდან რომელიმეს შეამჩნევთ, ესეც არაა კარგის მანიშნებელი.
5. ძირითადად დაკავებულია და არ სცალია - ორჯერ ან სამჯერ შეიძლება მსგავსი შემთხვევა მოხდეს, მაგრამ თუ ასეთი ფაქტები გახშირდა, ის თქვენ გაგირბით.
6. როგორ გექცევათ და როგორ გესაუბრებათ - თუ განსხვავება აღარაა თქვენს და თქვენს საერთო მეგობრების მიმართ მის საქციელში და მეტყველებაში, ამ შემთხვევაშიც ცუდადაა საქმე.
7. აღარ საუბრობს საკუთარ გრძნობებზე - როცა ვეღარ ისმენთ მისგან თუ როგორ უყვარხართ, როგორ მოენატრეთ და როგორ უნდიხართ, სჯობს გამოუტყდეთ საკუთარ თავსაც და მასაც.