
მალაიზიელმა ქალმა 28 წლის მამაკაცი დააბა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ ინფორმაციას "daily mail" ავრცელებს.
მოძალადე მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის გამო ქალს, შესაძლოა, კანონის წინაშე მოუწიოს პასუხისგება. მალაიზიის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მან საკუთარ თავზე აიღო სამართლის აღსრულება. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, თუ მამაკაცს ბრალი დაუმტკიცდა, ისიც უმკაცრესად დაისჯება.