-
2014-06-03 11:12
"კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი აცხადებს, რომ ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს "Гамарджоба проджект" დაერქვა და ამ სახელწოდებაში ქართული სტუმართმოყვარეობაა ჩაქსოვილი.
მარშუნოკის განცხადება საქართველოს ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის სიტყვებითაც დასტურდება, რომელიც აცხადებს, რომ ანაკლიაში არა "კაზანტიპის ფესტივალი", არამედ პროექტი "გამარჯობა" ტარდება.
შესაბამისი ფლაერები უკვე დამზადებულია. ნიკიტა მარშუნოკის განცხადებით კი 15 ივნისიდან ანაკლიაში პრეს-ტური ჩატარდება ყველაზე პოპულარული მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

