
საპატრიარქო სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სხდომასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
„ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა, მასმედიის და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, როგორც კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის შესახებ.
ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს. განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში",-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მამა ელიზბარ დიაკონიძემ განაცხადა, თითქოს სინოდის სხდომაზე პატრიარქის პენსიაზე გაშვება იგეგმება.