-
2014-06-02 15:49
ვერძი: დღეს ახალ ამბავს გაიგებთ, რომელიც მოულოდნელი და სასიხარულო იქნება თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისათვის შესანიშნავი დღეა.
კურო: მოგიწევთ დღეს სიზარმაცესთან ბრძოლა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათ. რამოდენიმე არასასიამოვნო პროცედურას ვერ აარიდებთ თავს. გაიცნობთ ახალ ადამიან, რომელიც დიდი შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე
ტყუპები: მშვიდი და საქმიანი დღე გაქვთ და ყველაფერს მარტივად აგვარებთ. ფინანსურ მდგომარეობას ნამდვილად არ უჩივით. ოჯახში ინიციატივის აღება მოგიწევთ-თქვენი ახლობლების მომავალი სიმყუდროვე და ბედნიერება თითქოს თქვენს ხელთაა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ დღეს უნდა გადადგათ. ეს, შესაძლოა, ერთად გატარებულ საღამოში ან რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დაგვირგვინებაში გამოიხატოს.
კირჩხიბი: დღეს დანახარჯი გექნებათ, როგორც დაგეგმილ, ისე დაუგეგმავ საქმეებში. ეცადეთ სითბო გამოავლინოთ საყვარელი ადამიანისადმი, ის ნამდვილად ელოდება ამას თქვენგან. მიაქციეთ ოჯახს ყურადღება.
ლომი: თქვენი დღევანდელი დღის დევიზია: "მიზანი ამართლებს საშუალებას". ნებისმიერ საქციელს ამართლებთ თქვენი შეხედულებებით. ამ პერიოდში გამოგიჩნდებათ მოულოდნელი შემთხვევა, როცა მოგიწევთ მიზანდასახული და სწორი მოქმედება, აუცილებლად დაგჭირდებათ სხვისი დახმარება.
ქალწული: დღეს,ისევ დაგიქვეითდებათ თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, მოიმატებს სახიფათო მომენტები. რასაკვირველია, ეს ყოველივე თქვენს ჯანმრთელობაზეც აისახება. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ხშირდ დაისვენეთ და შეეცადეთ, ნერვული სისტემა არ დაძაბოთ. მოისმინეთ მეტი და ნაკლები ილაპარაკეთ.
სასწორი: დაგეუფლებათ ადამიანების და სიტუაციის მართვის სურვილი. ტაქტის გამოჩენა გმართებთ და ყველაფერი თავისთავად აეწყობა.
მორიელი: ეცადეთ დღეს არ დაუშვათ ცხოვრებისეული შეცდომა, რადგან მისი გამოსწორება ძალინ რთული იქნება. დღევანდელი დღე დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას, ისინი დადებითი ენერგიით აგავსებენ. მეგობრებს სათანადო ყურადღება მიაქციეთ.
მშვილდოსანი: განსაკუთრებულად წარმატებული დღე გელით. ნებისმიერ საქმიანობაში წინსვლაა მოსალოდნელი. საქმიან მოლაპარაკებებზე სასურველ შედეგებს ადვილად მიაღწევთ. საღამო მეგობრების გარემოცვაში გატარეთ, წადით კინოში, რაც განტვირთვაში დაგეხმარებათ.
თხის რქა : დღეს დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახს დაუთმეთ. გელით საინტერესო ნაცნობობა და პერსპექტიული წინადადებები. საქმიან შეხვედრებზე სიფრთხილე გმართებთ, რადგან მოტყუების ალბათობა დიდია.
მერწყული: საქმე დღეს თქვენგან სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ნუ დაზოგავთ ენერგიას და თამამად აიღეთ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე. შესაძლოა თქვენმა დაკავებულობამ პრობლემები წარმოშვას პირად ცხოვრებაში.
თევზები: დღეს ადვილად გადაწყვეტთ პირად, სასიყვარულო და სამსახურის პრობლემებს. პირად ურთიერთობებში შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საჭიროება დაგიდგეთ.