
საქართველოში უკვე დაფიქსირებულია ვირუსული მენინგიტის 160-ზე მეტი შემთხვევა. ყოველდღიურად კლინიკებში ათეულობით ბავშვი მიჰყავთ, ვირუსის გავრცელებამ განსაკუთრებული მასშტაბები თბილისში მიიღო.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაავადების მხოლოდ მსუბუქი ფორმებია გამოვლენილი და არცერთი არაა მძიმე შემთხვევა. მშობლების ნაწილი, რომლებსაც სხვადასხვა ასაკის შვილები ჰყავთ, მიიჩნევენ, რომ წლოვანების კლასიფიკაციის მიხედვით სკოლებში მოსწავლეების დათხოვნა შედეგს არ გამოიღებს.
"კურიერი"