
ტელეწამყვანი, ტვ "კავკასიის" დირექტორი დავით აქუბარდია, იგივე "აქუ" გააღიზიანა 7 წლის ბიჭუნას შეკითხვამ ნიკა გრიგოლიას პაროდიაზე და მისი მხრიდან ამ პაროდიის ციტირებამ.
GDS-ის გადაცემაში "ტყუილის გარეშე" აქუბარდიას ლუკა თანდილაშვილმა (ქრონომეტრაჟი 08:32) ნიკა გრიგოლიას მიერ მის გაშარჟებაზე დაუსვა, რაზეც დავით აქუბარდიამ უპასუხა: "საოცარია, კაცო, 7 წლის ბავშვებმა ხაშურის ტელევიზიის მსახიობების გვარებიც იციან, ყოჩაღ... აბა, კიდევ ვინმეს თუ გაქვთ შეკითხვა, თორემ მომწყინდა", - მიმართა მან ბავშვებს (გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს, რომ მასში მხოლოდ ბავშვები მონაწილეობენ და სტუმარს შეკითხვებს უსვამენ).