-
2014-05-20 23:35
სოციალურ ქსელებში პოპულარულია ვიდეო, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გაავრცელეს. "ქართული ოცნების" ჰიმნის "ჩვენ დავბრუნდებით" ფონზე კლიპში დამონტაჟებული იყო იმ პერსონების კადრები, რომლებმაც საქართველო სააკაშვილის ხელისუფლების დროს დატოვეს.
ქართველი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ეს კლიპი, გარკვეულწილად, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგან მასში ნაჩვენები პერსონების ნაწილი უკვე დაბრუნდა საქართველოში (თენგიზ კიტოვანი, ლევან პირველი), ნაწილი კი უახლოეს პერიოდში გეგმავს დაბრუნებას (ლევან მამალაძე, ასლან აბაშიძე). "ისინი უკვე დაბრუნდნენ", - წერენ სოციალურ ქსელებში.