
პარტია “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ალეკო შალამბერიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ისედაც შეზღუდულ უფლებებს, კიდევ უფრო უკვეცავენ.
ამის შესახებ შალამბერიძემ ”ახალ თაობასთან” საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ერთი კაცის ხელში ძალაუფლების თავმოყრა ქვეყანას დაღუპავს.” ჩვენ საპარლამენტო მმართველების მომხრეები ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვეწინააღმდეგები იმ პროცესს, რაც ახლა მიდის.
პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაზე ვსაუბრბს. ჯერ რა უფლებები ჰქონდა და იმასაც უკვეცავენ. ცოტა ხანში მარგველაშვილს წინდის ქსოვის უფლებასაც ჩამოართმევენ. ეს არის პრემიერის ხელში ხელისუფლების უზურპაცია, რაც აუცილებლად მიგვიყვანს სააკაშვილამდე.
ევროპელობაზე რომ დებენ თავს, ევროპელობაა სწორედ ხელისუფლების დანაწილება, მაგრამ ამათ ევროპელობა მარტო სექსუალური უმცირესობის დაცვა ჰგონიათ. ერთი კაცის ხელში ძალაუფლების თავმოყრა ქვეყანას დაღუპავს”- განაცხადა ალეკო შალამბერიძემ.