დაკვერცხებული ოცნება, ბურთი და მოედანი (ბლოგტექსტი)

Image

მოკლედ, ამ წელს ბედობას ზუგდიდში ახალ მიმართულებას თუ პროცესს ჩაეყარა საფუძველი: დაკვერცხების პროცესს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ოცნება დაკვერცხდა.

 

მიდი მოადე, ბლოგტექსტი

 

ეს უბრალო დიაგნოზი არ გეგონოთ, მის მიღმა საკმაოდ რთული მეტასტაზები იმალება. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ:

 

ბავშვობაში, ალბათ, ყველას თუ არა, უმრავლესობას მაინც გვქონია ბურთი. იმ ქალაქში, სადაც გუშინ ოცნების დაკვერცხებას ჩაეყარა საფუძველი, ერთი ფრიად მიმზიდველი სპორტული მაღაზია იყო, "ნონა" ერქვა. დიხა, სწორედ იმ ნონას საპატივცემლოდ, რომელიც ახლა დაკვერცხებულებს "აპრავებს" და მხარს უჭერს, მაგრამ ამას ცოტა ხნით შევეშვათ: იმ მაღაზიაში 80-იანი წლების დასაწყისში ფეხბურთის ბურთები იყიდებოდა - თერთმეტმანეთიანი და ოცდახუთმანეთიანი.

 

თერთმეტმანეთიან ბურთებს შავი, წაგრძელებული მართკუთხა კოპლები ჰქონდა, ოცდახუთმანეთიანს კი ხუთკუთხა, წახნაგოვანი და იმ ბურთს ჰგავდა, ნამდვილი ფეხბურთელები რომ აგორებდნენ ნამდვილ მოედანზე. ბუნებრივია, ყველა ბავშვის მთავარი ოცნებაც სწორედ ის ბურთი იყო და ვისაც ის ჰქონდა, საღამოს ამაყად ამოიჩრიდა იღლიაში - მოედანზე მიდიოდა. ალბათ, რამდენჯერ გსმენიათ ფრაზა, რომელიც ზუგდიდში მომხდარმა ამბავმა გამახსენა: "ბურთზე ნუ ჯდები, დაკვერცხდება!.."

 

ბავშვების შეშფოთება გასაგები იყო: დაკვერცხებული ბურთი ფეხბურთის სათამაშოდ არ ივარგებდა, რაგბი კი მაშინ იმდენად პოპულარუკლი არ გახლდათ, როგორც დღეს. ამიტომაც, იმ ბურთის დაკვერცხება, რომელიც ზოგჯერ უბანში ერთადერთი და ნანინანატრი იყო, უბნელი ბავშვებისთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო.

 

სწორედ იმ, ბავშვობიდან გამოყოლილი ბურთა დაემსგავსა ჩვენთვის "ქართულ ოცნებად" შემოჩეჩებული ზმანებები: ჯერ იყო და, მართლა ოცნებასავით შემპარავად დამპირებლური გახლდათ, მერე იყო და, პატიმართა ოცნებად იქცა და ბაბა იაგას ცოცხის ისეთი ალტერნატივა აჩვენა, ამ ზღაპრულმა პერსონაჟმა მყის უარი თქვა მასზე და, როგორც სოცქსელებში ენამახვილობდნენ, მტვერსასრუტზე გადაჯდა, ხოლო შემდეგ, როცა ხელისუფლებაში მოვიდა და, წესით, ახდენილი ოცნება უნდა გამხდარიყო, ამომრჩევლებს სამი თითის კომბინაცია უჩვენა. რას იზამ: გახუნების, გაუფერულების, გაცვეთის და გაქოსატყუილების პროცესს დღეს უკვე დაკვერცხების პროცესიც დაემატა, ეს კი ასე მოხდა:

 

როცა გაიგეს, რომ ზუგდიდში საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც ჩამოდიოდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განეხილათ, მეოცნებეები დაირაზმნენ. ზუგდიდში მათ ერთი წინამძღოლი ჰყავთ, რომელსაც ძალიან უყვარს შიმშილობის გამოცხადება ზაფხულში და ამისთვის ჰამაკს იყენებს.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმერეთში ფრიად პოპულარული გამოთქმა "შე მართლა კვერცხო!" სწორედ ამ წინამძღოლზეა ზედგამოჭრილი: ჯერ კიდევ სად იყო "ქართული ოცნება", როცა ის, ზუგდიდის ცენტრში, რაფიელ ერისთავის სახელობის ხეივანში შიმშილობას აცხადებდა და ორ ასწლოვან ჭადარს შორის 10 მეტრის სიმაღლეზე გაბმულ ჰამაკში ნებივრობდა - აქაოდა, ამხელა მანძილზე საჭმელს ვინ ამომაწვდის და მე ქვემოთ ჩამომსვლელი არა ვარო...

 

ეტყობა, ამ წინამძღოლმა სწორედ მაშინ დაიწყო ოცნება: ცდუნება ხომ დიდი იყო - ზუგდიდი, დადიანების გაშენებული ხეივანი, ზაფხული, გრილი ნიავი საღამოობით, ჰამაკი და მახათი... ვინ იცის, იქნებ კვერცხებიც ჰქონდა ატანილი...

 

მოკლედ, ამ მეოცნებემ თავისი მომხრეები დარაზმა და ადგილებიც კი გაანაწილა, ვინ სად უნდა მდგარიყო. კვერცხმა კვერცხებს კვერცხები დაურიგა და უთხრა - აი, იქედან კვერცხები გამოვლენ და ესროლეთო. ყურში ჩასჩურჩულა - შიგ თავშიო. მართალია, იმ კვერცხებდარიგებულებმა ჰკითხეს, ჩვენს კვერცხებს ვესროლო თუ იმათსასო, მაგრამ ეს აპატია - დიდი მისიის განსახორციელებლად სჭირდებოდა. წინამძღოლს არც ცოცხი დავიწყებია - მასაც სათანადო ადგილი მიუჩინა სცენარში.

 

და ასე დაიწყო: მერე იყო ისევ ზუგდიდის თეატრი და ი დაკვერცხებულებმა კვერცხებთან ერთად ქვებიც მიიტანეს, მერე იყო ბათუმი, მერე - ახალციხე... კვერცხი ყველგან კვერცხობდა და, ამ პოლიტიკური წონის დადების მერე, სულო ცოდვილო და, გაძვირდა კიდეც...

 

ახლა არჩევნები ახლოვდება და ქართველი კვერცხოსნები მორიგი სეზონის დადგომამდე საკუთარ კვერცხებს იფხანენ. ამ დროს კი, უკვე, მათივე რიგებიდან გასული კვერცხოსნები მათთვისვე ამზადებენ კვერცხებს...

 

ახლა უკვე არავის სჯერა, რომ ოცნება ჯერ კიდევ ოცნებობს, გამოსადეგი და ახდენადია და ჯერაც არ დაკვერცხებულა... დაკვერცხებულები ერთმანეთის დაკვერცხებას ვერ გრძნობენ...

 

სასამართლო ისევ ას ლარს ფეხს არ უცვლის: გინდ ქვა ესროლე, გინდ კვერცხი და გინდაც, ელექტროშოკით დახვდი ქუჩაში - დაკვერცხებულთათვის გასამართლება ასი ლარით სრულდება.

 

ჩვენ კი... ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს: ბოლოს კარი იღება, იპოლიტე ხვიჩია ფეხბურთის საყურებლად გაკრეფილ, ამხანაგური სასამართლოს მომწყობთა წინაშე ეცემა და ამბობს:

 

-ახლა, ჩვენ ვინ გაგვასამართლებს?!

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !