-
2016-09-17 09:59
17 სექტემბერს GIPA-ს სტუდენტური გამოფენა და PORTFOLIO REVIEW „ფაბრიკაში“ გაიმართება. PORTFOLIO REVIEW სტუდენტური PORTFOLIO REVIEW არის ივენთი, რომელიც GIPA-ს ინიციატივით საქართველოში პირველად ტარდება.
ივენთი აერთიანებს 3 კომპონენტს:
15:00-18:00 – PORTFOLIO REVIEW
19:00 -23:00 – GIPA-ს სტუდენტური გამოფენა
19:20 - დაჯილდოვების ცერემონია, ნაწილი პირველი – შენ გაქვს შანსი:
შეხვდე კრეატიულ სარეკლამო სფეროში მოქმედ პროფესიონალებს, წარუდგინო მათ პორტფოლიო და მიიღო შეფასება, დაამყარო მნიშვნელოვანი კავშირები და განავითარო საკუთარი თავი სასურველი საქმიანობის მიმართულებით. PORTFOLIO REVIEW გაძლევს შესაძლებლობას, მსაჯებს უმოკლეს დროში წარუდგინო პორტფოლიო, მიიღო კომპეტენტური შეფასება და კონსტრუქციული კრიტიკა, გამოსცადო და ნახო, როგორ გაართმევ თავს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას.
თითოეულ მსაჯთან გაქვს მხოლოდ 15 წუთი. ივენთის ბოლოს, შენ შეიძლება მიიღო საუკეთესო პრიზი ან/და საინტერესო სამუშაოს შემოთავაზება.
რჩევები მონაწილეებისათვის: – პორტფოლიო (მაქსიმუმ 5 საუკეთესო ნამუშევარი) წარმოადგინე ონლაინ ან ფიზიკურ მატარებელზე (usb stick, hard drive, laptop etc.) – თუ გაქვს, წამოიღე რეზიუმე და სავიზიტო ბარათი – მოემზადე სამსახურეობრივი ინტერვიუსთვის – დარწმუნდი, რომ შენს პორტფოლიოს არ აქვს ხარვეზები – არ დააგვიანო.
რეგისტრაციის და მონაწილეობის წესები: – მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს პორტფოლიო – ასაკი: 18-26 –
გაიარე რეგისტრაცია portfolioreviewtbilisi.gipa.ge-ზე -შეავსე სარეგისტრაციო ფორმა. ყველა ველის შევსება სავალდებულოა!
— შენთვის საინტერესო მიმართულების მიხედვით, აირჩიე მაქსიმუმ 3 მიმართულება – მონაწილეობა უფასოა.
ნაწილი მეორე – GIPA-ს სტუდენტური გამოფენა
• ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ნამუშევრები: ინსტალაცია, ფოტო და ვიდეო პროექტები
• ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის, ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულთა ფოტოპროექტი
ნაწილი მესამე – დაჯილდოების ცერემონია. ჯილდოვდებიან: – ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის 2015-2016 წლის საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები – ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის 2015-2016 წლის ლექტორები და სტუდენტები – PORTFOLIO REVIEW-ს 3 საუკეთესო პორტფოლიოს ავტორი:
* გამარჯვებული, პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი გაემგზავრება საერთაშორისო ფესტივალ eurobest-ზე რომში.
* მეორე ადგილილზე გასული კონკურსანტი გაემგზავრება ფესტივალ Ad black sea-ზე ბათუმში.
* მესამე ადგილზე გასული მონაწილე დაჯილდოვდება 1500 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერით.