-
2016-07-04 01:04
პოლონეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, კულინარიული შოუს მიმდინარეობისას, სტუდიაში მიწვეულმა ილუზიონისტმა შეცდომა დაუშვა და ტელეწამყვანს ხელი დაარტყმევინა ქაღალდის პაკეტზე, რომელშიც ამობრუნებული სამსჭვალი იდო.
წარმატებული ნომრის შემთხვევაში ქაღალდის ყველა პაკეტი ისე უნდა ჩაფუშულიყო, რომ იქ სამსჭვალი არ აღმოჩნდებოდა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება პირდაპირი ეთერის დროს, ასე არ გამოვიდა და ტელეწამყვანმა ტრავმა მიიღო. მისმა პარტნიორმა თავდაპირველად არც კი დაიჯერა, რომ შეცდომა მოხდა - მას ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ხოლო ილუზიონისტმა, რომელიც მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას, ქალს ხელისგული დაუჭირა და კულისებში გაიყვანა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02