-
2016-03-28 01:20
იმ მოქალაქეებს, რომლებიც ტუალეტში ხმარობდნენ ტოქსიკური პოლიგრაფიული საღებავით დაბეჭდილ გაზეთებს, ახლა კი გული წყდებათ საბჭოთა ძეხვზე, განვუმარტავ:
საჭმელი სულ უფრო ცოტაა, ხოლო მასზე საუბარი სულ უფრო იმატებს. საკვების შესახებ სულ უფრო მეტ მითებს ავრცელებენ. რატომღაც განსაკუთრებით მოდურია საბჭოთა ძეხვისა და დაწყევლილი საბჭოთა ГОСТ-ის გახსენება.
ძვირფასო საბჭოთა რომანტიკოსებო, ГОСТ-ებს თქვენ არ კითხულობდით. საუკეთესო შემთხვევაში მათზე მოგითხროთ იმ ადამიანმა, რომელმაც პირველი გვერდები წაიკითხა და შვებით ამოისუნთქა: ძეხვში "სასადილო" 99% ხორცი იყო.
იცით თუ არა, რომ "ჩაის" ძეხვში, რომელსაც არავინ ჭამდა, ГОСТ-ის მიხედვით შედიოდა 70% მეორე ხარისხის საქონლის ხორცი, 20% ნახევრად ცხიმიანი ღორის ხორცი და 10% ღორის ქონი? მიუხედავად ამისა, ამ ძეხვს ნამდვილად ჰქონდა მუყაოს სუნი.
რატომ? იმიტომ, რომ ГОСТ-ი შეიცავდა ვრცელ მითითებებს, თუ რით რისი შეცვლა შეიძლებოდა წარმოებაში: ხორცის მასა - ძვლის ნახარშით, სახამებლითა და საკვები პლაზმით; მცენარეული ცხიმები მარგარინსა და კარაქში - მინერალური ცხიმით ( ალბათ, გახსოვთ, ნაღების კარაქი როგორ "ფეთქდებოდა" ტაფაზე და ტოვებდა გუდრონის სუნის მქონე შავ მასას).
ГОСТ-ი მუდმივად იცვლებოდა - ზოგიერთი პროდუქტისათვის სეზონების მიხედვით, საქონლის დაკვლის ნორმების, წველადობის, მოსავლის, იმპორტის მიხედვით.
აი ცნობილი სოსისისა და ძეხვის ГОСТ 23670-79 - 1980 წლის რედაქციით. მასში ვკითხულობთ, მაგალითად:
"დასაშვებია საქონლის, ღორის, ცხვრის ხორცის ნაცვლად სისხლის კვებითი პლაზმის(შრატის), სახამებლის ან ხორბლის ფქვილის გამოყენება".
ГОСТ გამოიყენებოდა საშინაო პროპაგანდისათვის (დამშვიდდით, ძვირფასო მოქალაქეებო. ძეხვი ხომ მაინც ნამდვილი გვაქვს) და უცხოელებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად (აი ჩვენი ხალხი მხოლოდ ნატურალურ ხორცს მიირთმევსს, ახალ რძესა და კარაქიან პურს აყოლებს).
საბჭოთა პროდუქტების ხარისხი მითია. ქვეყანა ღარიბი იყო, ყველგან დეფიციტი იყო. საიდან უნდა მოეტანათ ხარისხი? ГОСТ-ის მიხედვით სოსისში იყო 5% ხორცი, ხოლო ძეხვში ფერის შენარჩუნებისათვის სელიტრას ამატებდნენ. კარტოფილის ჩიპსების მომზადებისას ზეთს 8 თვეში ერთხელ ცვლიდნენ. ნაღების ნაყინი მხოლოდ მეგაპოლისებში იყიდებოდა. დანარჩენ ქალაქებში კმაყოფილდებოდნენ რძის ნაყინით, მცენარეული ზეთით.
ზოგ ქალაქში იყიდებოდა მხოლოდ ტომატის ნაყინი.ზოგი სახეობის ნამცხვარზე რიგები იყო. ისინი კი მზადდებოდა კონვეიერზე დარჩენილი ბისკვიტის ნამცეცებისაგან, რომლებშიც მარგარინსა და შედედებულ რძეს ურევდნენ. თანაც ეს ნამცხვრები საშინლად ძვირი იყო. ტექნიკუმის მასწავლებლის ხელფასი 120 რუბლი იყო, კარაქი კი 3,40 რუბლი ღირდა, უმაღლესი ხარისხის ძეხვიც - 3,40. შოკოლადის კანფეტები 15 რუბლი ღირდა.
ნუ ლაპარაკობთ ГОСТ-ებზე სტალინ-ხრუშჩოვის პერიოდში. მაგ დროს პროდუქტები მაღაზიებში ჯერ კიდევ იშოვებოდა, მაგრამ სიძვირის გამო პროდუქტს მცირე რაოდენობით ყიდულობდნენ. მაგ., კარაქს 30-50 გრამს, კანფეტებს - 100 გრამს, ძეხვს - მაქსიმუმ 300 გრამს. და ამ რაოდენობასაც - ყოველდღე არა. მე ვწერ 70-80-იან წლებზე. ქვეყანა ნახევრად მშიერი ცხოვრობდა. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ცნობილ მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ მოსახლეობის 75% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ხოლო საქონელი საბჭოთა კაშირში შეუდარებლად ძვირი ღირდა, ვიდრე აშშ-ში.
ახლა, ამხანაგები, ცხადია, იტყვიან, რომ ღარიბულად კი ცხოვრობდნენ, მაგრამ - მეგობრულად, რომ უფრო ჯანმრთელები იყვნენ. არ დაიჯეროთ! საბჭოეთის მოქალაქეები ძაღლებივით ავები იყვნენ. ყოველთვის აღგზნებულები, მძვინვარე სახეებით. მეორეც, ხალხი ძალიან ავადმყოფი იყო. იხოცებოდნენ, სხვათაშორის ნაწლავების კიბოსგან, კუჭის წყლულისა და გასტრიტისაგან. ეს დაავადებები ლიდერობდა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებში.
ხალხს ზედმეტი წონა, შეშუპებები, ცუდი კანი და საშინელი კბილები ჰქონდა. 50 წლის ქალები ბებრუხანებს ჰგავდნენ. მდგომარეობას ოდნავ ამსუბუქებდა მუდმივი მსუბუქი შიმშილი - ადამიანები ბევრს არ ჭამდნენ, რაც ხელს უწყობდა ჯანმრთელობის გარკვეული ხარისხით შენარჩუნებას. მაგრამ, იმედია, რომ ნოსტალგიური ამხანაგები არ შემოგვთავაზებენ ქვეყნის დაბრუნებას ნაძალადევი სამკურნალო შიმშილის მდგომარეობაში..."
ავტორი: ანასტასია მირონოვა, ჟურნალისტი, rufabula.com