-
2016-01-20 23:51
სანკტ-პეტერბურგში, პავლოვის სახელობის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგი და მედდა სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარებისას მშობიარის სხეულში 2,5 მეტრის სიგრძის ზეწარი დარჩათ.
ზეწრით სხეულში ქალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში დადიოდა, რადგან მას სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ოპერაცია 2015 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა.
როგორც დაზარალებულმა ჟურნალისტებს უამბო, მან თავისი მუცლის ფორმას ყურადღება მიაქცია ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ, როცა მოეჩვენა, რომ ის უფრო დიდი ზომისა იყო, ვიდრე ოპერაციამდე: "მუცელი ძალიან მტკიოდა და ექიმებს ვაცნობე, მაგრამ ორი დღის შემდეგ მათ, ჩივილების მიუხედავად, რეანიმაციიდან ინტენსიური თერაპიის პალატაში გადამიყვანეს".
ამის შემდეგ მას რამდენჯერმე ჩაუტარეს მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა, მაგრამ მცირე ჰემატომის გარდა ვერაფერი აღმოუჩინოს, რის შემდეგაც ანტიბიოტიკები დაუნიშნეს და შინ გაუშვეს.
14 დეკემბერს ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც ექიმებმა სხეულში ზეწარი აღმოაჩინეს და ამოიღეს...
