-
2015-12-25 23:42
ქართველ-უკრაინელმა მომღერალმა სოფი ვილიმ (უკრ. Софі Віллі; ინგლ. Sophie Villy; ნამდვილი გვარი: ხუციშვილი; დაიბადა 1990 წლის 30 ოქტომბერს) წარმოადგინა ტრეკი Reveal, რომელიც უკრაინას მიუძღვნა.
სოფიმ ეს მუსიკა იმ ადამიანებით შთაგონებულმა დაწერა, რომლებიც ერთად დადგნენ, სულ სხვა თვალით შეხედეს თავიანთ ქვეყანას და გააღმერთეს უკრაინის თითოეული კუთხე.
"ეს სიმღერა ეძღვნება უკრაინასა და ყველა იმ გმირს, რომლებმაც სიყვარული გამოხატეს თავისი ქვეყნისადმი ბოლო ურთულესი ორი წლის განმავლობაში", - ნათქვამია ტრეკის აღწერაში.
სოფი ვილი (უკრ. Софі Віллі; ინგლ. Sophie Villy; ნამდვილი გვარი: ხუციშვილი) ქართველი მომღერალია, რომელიც მოღვაწეობს უკრაინასა და აშშ-ში. მღერის ინგლისურ და ქართულ ენაზე. სოფი ასევე არის ქართული, ფრანგული და უკრაინული ფილმების საუნდტრეკების ავტორი.