
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ მემკვიდრეობით 40 ერთეული ბირთვული რაკეტა მიიღო. 2016 წელს, ყველა ამ რაკეტას ვარგისიანობის ვადა ეწურება. ამგვარად, რუსეთი საკუთარ ბირთვულ ხაფანგზე შემოსკუპებული აღმოჩნდა.
სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი „Р-36М’ - საბჭოთა კავშირის ყველაზე მძლავრი რაკეტა იყო. ამერიკული კლასიფიკაციით მას „Сатана“-ს უწოდებენ. ასეთი რაკეტების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 90-იანებში განადგურდა. არსებობდა ხელშეკრულება სსრკ - აშშ, შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ. დღეისათვის რუსეთს 40 ასეთი რაკეტა შემორჩა.
უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის საკონსტრუქტორო ბიურო „Южное“, სადაც დაამზადეს ეს რაკეტები, მთელი ამ დროის განმავლობაში ემსახურებოდა რუსეთის რაკეტებს და მათ ბირთვულ ქობინებს. მაგრამ 2014 წლის დეკემბრიდან ამ უკრაინულმა ორგანიზაციამ რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა და ვერც ვერაფერი აიძულებს ამ კომპანიას განაახლოს ეს მომსახურება.
საქმე იმაშია, რომ ამ რაკეტების მომსახურებისა და გარანტიის ვადა 10 წელია. უკანასკნელად მათი მომსახურება 2001 წელს მოახდინეს და 2015 წლამდე ხელოვნურად გაუხანგრძლივეს სტაბილური კონსერვაციის და საბრძოლო მზადყოფნის ვადა. ეს კი მარტივად ნიშნავს უფრო მარტივ ფაქტს - 2016 წლისთვის მსგავსი რაკეტების ბირთვული ქობინების ვარგისიანობის ვადა, აბსოლუტურად ყველა ერთეულს, საბოლოოდ ამოეწურება. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების კვლევით, ამ ქობინების მატარებელი რაკეტების უმეტესობა უბრალოდ აფრენასაც კი ვერ შეძლებს.
საკითხის უფრო ნათლად წარმოსაჩენად ერთ მარტივ ფაქტს შევეხოთ. ბირთვული იარაღის უბრალოდ საწყობში დალაგება და შენახვა არ შეიძლება. ამ ფაქტს განაპირობებს ის, რომ ბირთვული მუხტის იზოტოპური შემადგენლობა დროსი განმავლობაში იცვლება და იგი საკმაოდ არასტაბილური ხდება. ეს კი უდავოდ იწვევს ამ ქობინებში ჩატვირთული პლუტონიუმის შეცვლის კატეგორიულ აუცილებლობას. რუსეთის ეკონომიკის პრობლემებისა და სამეცნიერო-პროფესიონალი კადრების მუდმივი გადინების გამო, ამ ქვეყანაში 2012 წელს საიარაღო პლუტონიუმის მწარმოებელი ბოლო ქარხანა დაიხურა.
უტიფრობისა და მამალი ტყუილის უდიდესი სპეციალისტი - რუსეთის ფედერაციის პროპაგანდა, უნამუსოდ ცრუობს როდესაც აცხადებს, რომ მას აქვს რაკეტები, რომლებიც უფრო ხანგრძლივი ვადით ინარჩუნებენ მდგრადობას. ტყუილია. ტყუილია, კიდევ ერთჯერ და მეასედაც ტყუილია. „Сатана“-ს ტიპის რაკეტებს გააჩნიათ უნიკალური ნაღმური სტარტი. მისი სასტარტო და სამარშო ძრავების მუშაობა საწვავის თხევადი ელემენტების გამოყენებით ხდება და „ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი აფეთქდება და დიდ ტრაგედიასაც გამოიწვევს“ - აცხადებს თავად რუსი ექსპერტი პეტრე ბელოვი.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებაში არსებულ სხვა ტიპის რაკეტებს: «Тополь -М» და «Булава», მსოფლიოს სამხედრო წრეებზე უკეთესად თავად რუსებმა უწყიან, რომ ისინი საკუთარი მოსახლეობის წინაშე სატრაბახოდ უფრო გამოდგებათ ვიდრე საბრძოლველად.
ალექსი გონჩარი
სპეციალურად "აფხაზეთის ხმისა" და informnapalm-ისთვის მოამზადა თეიმურაზ ხუნდაძემ