
მამუკა ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი "ფეისბუქში" პოპულარობით სარგებლობს. "აფხაზეთის ხმა" სწორედ ამ ნიშნით გთავაზობთ მას უცვლელად:
"მე ვიცნობ ჯარისკაცს, რომელიც ქვეყნის საზღავრს იცავს მტრისგან და ნატრულობს მისი გავლენის ქვეშ დაბრუნებას.
მე ვიცი თვითმმართველი ქალაქი, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპულობაზე, მერი ჰყავს კომუნისტი, მერის მრჩეველი სტალინისტი, მერის მოადგილე ასევე კომუნისტი და აპარატში მომუშავე თანამშრომელს კედელზე დაბნეულ სატლინის სურათებს ჰპარავენ როდესაც ის შვებულებაშია.
მე ვიცი ქვეყნის დედაქალაქი, რომელსაც ასევე პრეტენზია აქვს ევროპულობაზე, ზეგანვითარებულობაზე და ირჩევს მერს, რომელიც შუა ქალქში აშენებს ცოცხალ მესერებს და მარხავს ეკონომიკას.
მე ვიცნობ პოლიციელს, რომელსაც ფორმის ჩაცმა "უტყდება".
მე ვიცნობ დეპუტატს, რომელიც ინიციატივით გამოდის, რომ საბავშვო ბაღებში დაინერგოს გრძელი ვირის თამაში.
მე ვიცი სახელმწიფო, სადაც მოქალაქეები იხდიან გადასახადებს, ხოლო შემოსული ფულით ხელისფულება კუბოებს ყიდულობს სხვა მოქალაქეებისთვის, უშვებს გაზეთებს, აწარმოებს საგანმანათლებლო ბიზნესს, მონოპოლირებული აქვს ისეთი ბიზნესები, რომელთა წყალობითაც ბევრი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.
ამასთანავე მე ვიცნობ ადამიანებს (მათ შორის საკუთარ თავს), რომლებიც არასოდეს შეეგუებიან უსამართლობას, სიბნელეს, უმოძრაობას და არასოდეს დააყენებენ პირად ფუფუნებას პრინციპებზე და ღირებულებებზე მაღლა.
ვწუხვარ და გილოცავთ, ეს საქართველოა..."