
ტვ Newsader-ის დირექტორმა ალექსი რომანოვმა სიუჟეტი მოამზადა იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის რუსეთს, თუ იგი თურქეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაებმება.
რომანოვი მიიჩნევს, რომ მეცამეტე დაპირისპირება თურქეთთან (ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიები, მე-16 საუკუნიდან მეოცის ჩათვლით, 12-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მათ შორის ერთხელ - მეოცე საუკუნეში, - რედ.) რუსეთისთვის მომაკვდინებელი იქნება.
ცოტა რამ სტატისტიკიდან:
თურქეთის სახმელეთო ძალები სიძლიერით მეორეა ნატოს ბლოკში, აშშ-ის სახმელეთო ჯარების შემდეგ. რეზერვისტების გამოკლებით, თურქეთის შეიარაღებულ ძალებში, 2015 წლის მომაცემებით, 410. 500 სამხედრო მოსამსახურე ირიცხება. მობილიზაციის შემთხვევაში სამხედრო მომზადება გავლილი რეზერვისტების რიცხვი 90.000 ადამიანია, აქედან 38.000 - პირველი რანგის რეზერვი.
თურქეთის არმია გაწვევით კომპლექტდება. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 6-დან 15 თვემდეა. არმიიდან დათხოვნის შემდეგ მოქალაქე სამხედროვალდებულად ითვლება და თადარიგშია 45 წლამდე. ომის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, არმიაში გაწვევას ექვემდებარებიან იარაღის ტარებისა და გამოყენების შემძლე მამაკაცები 16-დან 60 წლამდე და ქალები 20-დან 46 წლამდე.