
რუსული პროპაგანდისტული მედიის ნაწილი, არაბულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ასახელებს, წერს, რომ ატლანტაში, G20 სამიტზე ბარაკ ობამამ მწვანე შუქი აუნთო რეჯიბ ტაიპ ერდოღანის გეგმას, რუსული სამხედრო თვითმფრინავის სირიაში ჩამოგდების შესახებ.
"ლაიფ ნიუსს" მოჰყავს გაუგებარი არაბული მედიასაშუალებები, რომლებიც, თავიანთ მხრივ, თითქოსდა თურქეთის პრეზიდენტის გარემოცვის ინკოგნიტო წარმომადგენელს ეყრდნობიან და წერენ, რომ სამიტის მიმდინარეობის დროს, პირისპირ საუბრისას ერდოღანმა ობამას რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე თანხმობა სთხოვა.
"ბარაკ ობამა წუთით დაფიქრდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია", - ციტირებულია "ლაიფ ნიუსში" ინკოგნიტო წყაროს სიტყვები.