
არასრულწლოვანი, მე-11 კლასის მოსწავლე ალა ვ. გარდაცვლილი იპოვეს ფსკოვის გარეუბანში, უკაცრიელ ადგილას. ის ბუჩქებში იწვა და გულზე ძვირფასი მობილური ტელეფონი ედო წარწერით "don't trust anyone" ("არავის ვენდობი"). გარდაცვლილის ცხედარი ბიჭმა შეამჩნია, რომელმაც ახლოს გაირბინა.
გოგონას თან არ ჰქონდა პირადობის აღმნიშვნელი დოკუმენტები, ის მოგვიანებით ამოიცნეს. აღმოჩნდა, რომ თინეიჯერი ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე წლის წინ მოკლული რუსი დიპლომატის შვილია: მამამისს, რომელიც საჭესთან იჯდა და მანქანა საღამოს ავტოფარეხში შეჰყავდა, სოხუმში, მის საცხოვრებელ ბინასთან ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს.
როგორც გაირკვა სისხლის სამართლის საქმე გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. გამომძიებლები კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ გაირკვა, რომ გოგონას თანატოლების ნაწილი ერთერთი თავყრილობის დროს ძვირადღირებული "აიფონის" მოპარვაში დანაშაულებდა.
ამ ბრალდებებს მას სოციალურ ქსელში, პროფილის კედლებზეც უწერდნენ. ვიღაცა მობილური დაეკარგა, გავიდა რამდენიმე დღე და გოგონას ზუსტად იმგვარი ტელეფონი გაუჩნდა. ის თავს იმართლებდა, ამბობდა, რომ მობილური არ მოუპარავს, მაგრამ ამაოდ. ამ საკითხის გარშემო ბრალდებებმა, როგორც ჩანს, მისი ფსიქიკა შეარყია და თავის მოწამვლაც გადაწყვიტა.